ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საღვთო სჯული
131. შეიძლება თუ არა რაიმეს შეცვლა ქრისტეს სჯულში?
წესი და რიგი, რაც ქრისტიანობამ გვიანდერძა, უცვლელად უნდა დავიცვათ. ხოლო, რაც შეეხება განახლებასა და ცვლილებას, ეს ჩვენში უნდა მოხდეს. ნუ განიზრახავთ რაიმეს შეცვლას ან უარყოფას. ყოველდღიურად სრულყავით თქვენი თავი იმ პირობის მიხედვით, რომელსაც ქრისტეს სჯული გთავაზობთ... გულმლოდგინედ გასწიეთ იქით, საითაც მაცხოვარი მიგიძღვით