ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მართლმადიდებლობა
ღვთის მადლით და შეწევნით ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მტკიცედ ინახავს თვით იმ სჯულსა, ანუ დოგმატსა, რომელი უფალმან იესო ქრისტემან ასწავლა მოციქულთა თვისთა, მოციქულებმა გადასცეს თავიანთთა მოადგილეთა წმინდათა მამათა და ამათგან მივიღეთ ჩვენცა შეურყეველად, შეუცვლელად. ქრისტიანენი მრავალნი არიან სხვათაცა ქვეყანათასა შინა, გარეშე მართლმადიდებელთა, მაგრამ მათი სწავლა, დოგმატები აღარ დაემზგავსებიან იესო ქრისტეს და მოციქულების სწავლასა. ამისთვის ჩვენ, მართლმადიდებელნი ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთსა, რომ ვართ აღმასრულებელნი ჭეშმარიტისა სჯულისა მართლმადიდებელისა და კიდეც ვცდილობთ დაცვასა და აღსრულებასა მისსა.