image

თემა: გულმოდგინება

ყოველი გონიერი ქრისტიანე კაცი უნდა ასრულებდეს სარწმუნოდ, ესე იგი ბეჯითად და პატიოსნად, არა თუ მხოლოდ დიდ–დიდთა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა, არამედ ყოველთა მცირეთაცა თვისთა საქმეთა და ვალდებულებათა. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე თვისსა მცირესა საქმესა; ყოველ წამს იგი ასრულებს რომელსამე წვრილსა მოვალეობასა, და თუ კეთილად და სარწმუნოდ ასრულებს, იგი მიეჩვევა სისწორესა და ბეჯითობასა; გარნა თუ მცირეთა საქმეთა შინა კაცი მეჩვია სიცრუესა და დაუდევნელობას, დიდს საქმეში როგორღა შეიძლებს იგი ბეჯითობასა და სარწმუნოებასა?
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები