image

თემა: სიმდიდრე

„უკეთუ სიცრუისა ამას მამონასა არა სარწმუნო ექმენით, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ?“ მამონა საღმრთო წერილში ნიშნავს სიმდიდრესა. სიცრუის მამონა არის ყოველი აქაური ქვეყნიური სიმდიდრე და დიდება. ცრუ, ანუ სიცრუის არის სიმდიდრე მისთვის, რომ იგი არის წუთი, მოღალატე, განხრწნილი, როგორადაც სხვანი ყველა ამ ქვეყნის ნივთნი. უკეთუ ამ სოფლის სიმდიდრეში მყოფი კაცი ღვთის სარწმუნოდ არ იქცევა, ესე იგი, სიმდიდრესა თვისსა არა ხმარობს ღვთის და მისი სახელის სადიდებლად, მაშინ ჭეშმარიტსა სიმდიდრესა, ესე იგი ზეციურსა სასუფეველსა ვინ მისცემს მას?
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები