image

თემა: გლოვა ცოდვებისათვის

ხშირად მოხდება, რომ კაცმა იცის თავისი ღრმა დაცემულება, გაიხსენებს მრავალთა და მძიმეთა ცოდვათა, მაგრამ მაინც არ სწუხს, არ ტირის. რისგან არის ეს? ვგონებ რომ ამპარტავანებისაგან, რცხვენია ზოგიერთს კაცს ტირილისა. არა, ძმაო ჩემო, ტირილი სირცხვილია მხოლოდ კაცთა წინაშე. მაშინ იგი ნიშნავს, ან ფარისევლობას, ან სისუსტეს. გარნა ტირილი საიდუმლო, წინაშე ღვთისა ცოდვათათვის არის დაუფასებელი საუნჯე. მრავალნი წმინდანი კაცნი ყოველ დღე ცრემლით ევედრებოდნენ ღმერთს, ძრწოდნენ და ეშინოდათ სასჯელის და წარყმედისა და ჩვენ კი, ცოდვით სავსენი, ყელამდი ჩაფლულნი ცოდვათა და ამაოებათა შინა, ერთს ცრემლსაც ვერ მოვიპოვნით ცოდვათა ჩვენთათვის.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები