ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: კეთილგონიერება
სიბრძნე, კეთილგონიერება, წინმხედველობა – აჰა უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყვნენ აღჭურვილნი ყოველნი, რომელთა ჰსურთ გაატარონ მყუდრო და კმაყოფილი ცხოვრება; მეორეს მხრით: უჭკუობა, მოუფიქრებლობა, წინდაუხედველობა – აჰა თვისებანი, რომელნიცა ყველაზე უფრო ჰღუპვენ კაცის ცხოვრებას ქვეყანაზე და ამიტომ ამ თვისებათა კაცი ყოველივე ღონისძიებით უნდა ერიდოს.