
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღვთისმსახურება
„ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა. ამ სიტყვებიდან ის დიდი ნუგეში და სასიამოვნო აზრი გამოდის ძმანო ჩემნო, რომ ჩვენ ყოველთა შეგვიძლია ყოველი ჩვენი საქმე და შრომა გარდავაქციოთ ღვთისმსახურებად. ამ სიტყვებიდან გამოდის, რომ ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით ჩვენ, როდესაც მაგალითებრ, ეკლესიაში ვდგევართ და ვლოცულობთ, ანუ როდესაც გამახსოვნებელნი ღვთის მცნებისა, რომელსამე ქველს საქმეს, ანუ სათნოებას ვასრულებთ, არამედ იმითაც კი შეგვიძლია ვემსახუროთ ღმერთსა, როდესაც ჩენ საკუთარს, სოფლიურს საქმეს ვაკეთებთ, თუ კი ის საქმე პატიოსანი არის, თუ ერთგულად და ღვთის წინაშე ვაკეთებთ იმას.