ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: მოძღვარი
ვისაც ზედმეტად განსწავლულად და ყოვლისმცოდნედ მიაჩნია საკუთარი თავი, ღმრთისმსახურზე წყრება: „რა ერთსა და იმავეს ამბობსო“, ავიწყდება, რომ ამბიონზე მდგარი მოძღვარი დგას იმ ქვაზე, რომელიც უფლის საფლავიდან არის გადმოგორებლი და ამ წმინდა ადგილიდან უსარგებლო სიტყვათა წარმოთქმა არ შეუძლია. ამბიონიდან თქმული თვით ყველაზე უმნიშვნელო სიტყვაც კი მუდამ მართლმადიდებლური ჭეშმარიტებით გვმოძღვრავს.