ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა
ჩვენ არ ვკითხულობთ რელიგიურ–ზნეობრივი შინაარსის წიგნებს. მართალია, ისინი ყველას არა აქვს და მათი შოვნა ძნელია, მაგრამ ჩვენ შორის ხომ არიან ისეთებიც, ეს წიგნები თაროზე რომ შემოუწყვიათ და მათი წაკითხვისთვის დრო ვერ უშოვიათ: „უმჯობესია, ცოტას წავუძინებ“ _ ფიქრობენ ისინი. უფრო განათლებულები მეტი ხალისით კითხულობენ გაზეთს, ვიდრე სერიოზულ სასულიერო ლიტერატურას. ზოგიერთები არც თვითონ კითხულობენ და არც სხვას აძლევენ წასაკითხად: „რომ აღარ დამიბრუნოს?“ ან კიდევ: „მე რომ მომინდეს სწორედ ამ დროს წაკითხვა?“ აი, როგორ სძლევს ადამიანს სიხარბე! ისიც უნდა ითქვას,რომ სასულიერო წიგნების მითვისება დიდი სიბრიყვეა: რა სარგებლობა უნდა მისცეს სულს მოპარული წიგნის კითხვამ? ვინც ამით სცოდავს, სასწრაფოდ, პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუბრუნოს ისინი პატრონს.