image

თემა: მოჩვენებითი სიმშვიდე

მშვიდი ადამიანი არ კამათობს, არც ყვირის, მის ხმას ვერავინ გაიგებს (შდრ. მათე 12.19). მაგრამ აქაც შეიძლება იფარებოდეს ცოდვა. ყველა მდუმარე არ არის მშვიდი. შეიძლება გულში ბრაზობდეს, ძულდეს, ეზიზღებოდეს ადამიანი, მაგრამ არ გამოხატავდეს. უფალი ხედავს მდუმარე ხასიათის წყალობით კაცის თვალთაგან დაფარულ, თქვენს გულში დაბუდებულ გაღიზიანებასა და მრისხანებს, რომლის მიხედვითაც განგიკითხავთ თქვენ. თუ გადმონთხეული მრისხანება თავისთავად უკვე ამხელს ცოდვილს, უფრო მძიმეა გულჩახვეული, ბოღმიანი კაცის დანაშაული, რომელსაც არა აქვს სულიერი სიმშვიდე. წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი ამგვარ ადამიანებს „დაწყევლილ შფოთისთავებს“ უწოდებს. როგორი უაზრო, არაბუნებრივია ბოღმა და რისხვა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები