ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: მრისხანება
უბედურება ისაა, რომ ჩვენი მრისხანება თითქმის ყოველთვის სამართლიანი გვგონია. ხშირად ვივიწყებთ წმინდა წერილის სიტყვებს: „რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნას“. ხედავთ, ისე დაბნელდა ცოდვით ჩვენი გონება, რომ ბოროტება სიკეთედ მიგვაჩნია. ზოგიერთი თავის გასამართლებლად ამბობს: „თუმცა ვიფეთქებ ხოლმე, მაგრამ მალე გადამივლის“. მაგრამ უსმინეთ, რას ამობს ამის შესახებ დიდი და გამოცდილი მოძღვარი, წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი: „...ზოგჯერ, მრისხანებისას, ცბიერი ეშმაკი სწრაფად გაგშორდება იმ მიზნით, რომ არ შეინანო და ამით შენი სნეულება უკურნებელი გახადო“
(სათნოებათა კიბე. სიტყვა 8,9). ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ შევეცადეთ ამ აფეთქების ალაგმვას, იგი გადაიქცევა მრისხანების ვნებად და ძნელად აღმოიფხვრება, როგორც ყოველი ავი ჩვევა.