ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: დაყუდება
ჰე ძმაო, მოიგე თავისა შენისა ესე ნაწილი პატიოსანი, რომელი გამოირჩია მარიამ, დამან ლაზარესმან. რამეთუ ესე მარიამ დაყუდებულ იყო, რაჟამს ჯდა იგი ფერხთა თანა უფლისათა; იგინი ხოლო მარტოდ ეპყრნეს და მათ ოდენ შევრდომილ იყო. ამისთვის აქო იგი უფალმან და თქუა, ვიტარმედ: „მარიამ კეთილი ნაყოფი გამოირჩია თავისა თვისისაი, რომელი არაოდეს მიეღოს მისგან“ (ლუკა 10,42). აწ უკუე მოიგე ესე და იშუებდ ღმრთისა შენისა, დაჯედ ფერხთა მისთა თანა და შეევედრე მათ ხოლო, რაითა იტყოდი კადნიერად წინასწარმეტყუელისა თანა: „მიგდევდა შენ სული ჩემი და მე შემიწყნარა მარჯუენემან შენმან, და ვითარცა ცმელითა სიპოხისაითა განძღეს სული ჩემი“ (ფსალმ. 62,5-9)