image

თემა: დაყუდება

ჰე ძმაო, მოიგე ესე, რომელი უტკბოის თაფლისა არს, რამეთუ პური ხოლო და მარილი დაყუდებით და განსუენებით, უფროის და უზეშთაეს არს მრავალთა სანოვაგეთა და საშუებელთა გემოვანთა ურვასა შინა და მწუხარებასა და შფოთთა სოფლისათა. ისმინე, რაი-იგი თქუა უფალმან სახარებასა შინა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და რომელთა ტვირთი მძიმე გეტვირთოს, და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 11,28). რამეთუ ღმერთსა ჰნებავს განსუენებაი თქუენი მწუხარებათაგან და ურვათა ამის სოფლისათა. ჰნებავს მას, რაითა იყუნეთ განსუენებულ და უზრუნველ, ვითარცა ერისაი მის ეგვიპტით ჰნებავს განყუანებაი შენი უდაბნოდ, რომელ არს დაყუდებაი, რაითა განგინათლოს გზაი შენი სუეტითა მით და ღრუბლითა, რაითა გაჭამოს შენ მანანაი, რომელ არს პური დაყუდებისაი, განსუენებაი და უურველობაი, რაითა დაგიმკვიდროს შენ ქუეყანაი იგი აღთქუმისაი, რომელ არს ზეცისა იერუსალემი. ჰე საყუარელო, მოიგე ესე, რაითა იხარებდე და განსცხრებოდი გზასა წამებათა ღმრთისა შენისათა, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა. ჰე ძმაო, მოიგე ესე დაყუდებაი და შიში ღმრთისაი, და ღმერთი მშვიდობისაი იყავნ შენ თანა, რომელსა შუენის დიდებაი და თაყუანის-ცემაი უკუნითი უკუნისამდე, ამენ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები