ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: განუწყვეტელი ლოცვა, ლოცვის ხარისხები
"ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა..." (ეფეს. 6, 18).
საუბრობს რა ლოცვის აუცილებლობაზე,მოციქული იქვე მიუთითებს, თუ როგორი უნდა იყოს ეს ლოცვა, რომ ის შემენილ იქნეს.
პირველი: ილოცეთ - ამბობს იგი - ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა, ანუ გულმოდგინედ, გულისტკივილით, ღვთისაკენ მხურვალე სწრაფვით...
მეორე: ილოცეთ, ყოველსა ჟამსა - ამით გვაცნობს მოუწინებელი და ფხიზელი ლოცვის შესახებ. ლოცვა უნდა იყოს არა წინასწარ დადგენილ დროში აღსრულებული რაიმე საქმიანობა, არამედ სულის მიდმივი მდგომარეობა. დააკვირდი - ამბობს ასევე წმ. იოანე ოქროპირი - არ შემოიფარგლო დღის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული დროით. გესმის, რაზეა ლაპარაკი? ყოველ ჟამს მზად იყავი ლოცვისათვის, როგორც ეს სხვა ადგილასაა ნათქვამი: "მოუკლებელად ილოცევდით!" (თეს. 5, 17). მესამე: ილოცეთ სულით, ანუ ლოცვა უნდა იყოს არამარტო გარეგნული, არამედ შინაგანი, გულითა და გონებით აღსრულებული. ამაშია ლოცვის არსი და გონებისა და გულის ღვთისაკენ ამაღლებას გულისხმობს. წმ. მამები ერთმანეთისაგან განასხვავებენ გონიერ-გულისმიერ და სულიერ ლოცვას. პირველი მლოცველის ცნობერი თვითმოქმედებაა, ხოლო მეორე მონიჭებულია და მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერდება, მლოცველის ძალისხმევის გარეშე თავისთავად აღესრულება. ეს ლოცვა სულითაა აღძრული. ის წინასწარ არ იგეგმება, რამეთუ ეს ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება.
ის შეიძლება ვისურვოთ, ვეძიოთ და მადლიერებით მივიღოთ, მაგრამ ჩვენი სურვილით ვერ აღვასრულოთ. საერთოდ, ვინც გული გაიწმიდა, მისი ლოცვა უმრავლეს შემთხვევაში სულით აღძრულია, უნდა ჩავთვალოთ, რომ მოციქული წინაპირობად მიიჩნევს გონიერ-გულისმიერ ლოცვას, როდესაც ამბობს: ილოცევდით სულითა, შეიძლება დაემატოს: ილოცევდით გონიერ-გულისმიერად და ისურვეთ მიაღწიოთ სულით აღძრულ ლოცვას. ასეთი ლოცვა სულს ყველგანმყოფი ღმერთის პირისპირ წარადგენს. ის თავისკენ იზიდავს ღვთაებრივ ნათელს, ირეკლავს და ამით აფრთხობს მტრებს. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასეთ მდგომარეობაში სული მიუვალია დემონებისათვის. ასეთი ლოცვა საჭიროა და შესაძლებელია აღსრულდეს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე.