ტრადიციული ღირებულებები - ციტატები, გამონათქვამები
ტრადიციული ღირებულებები - ციტატები, გამონათქვამები ტრადიციული ღირებულებები, გამონათქვამები
თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად "ბოჭავს" ადამიანს და "თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი... იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი სარწმუნოების გარეშე ირღვევა საფუძველი ჩვენი კულტურისა, იკარგება ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეროვნული სახე.
ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია.
საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის, თავის ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს.
აუცილებელია, რომ ახალი ღირებულებების შეთვისებისას, არ დავკარგოთ ჩვენი ტრადიციული და ზნეობრივი ფასეულობანი.
ასე ვითარდება ყველა წარმატებული სახელმწიფო, ეყრდნობა რა საკუთარ ტრადიციას და კულტურათა ურთიერთგამდიდრების პრინციპს.