ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: წუთისოფლის საზრუნავები
ზედმეტი ზრუნვა ყოფით საქმეებზე ურწმუნო და სულმოკლე ადამიანებს სჩვევიათ, და ვაი ჩვენ, თუ საკუთარ თავზე ზრუნვისას უფალზე არ ვამყარებთ სასოებას! თუ ხილულ სიკეთეებს, წარმავალ ცხოვრებაში რომ გვეძლევა, ღმერთს არ მივაკუთვნებთ, როგორღა უნდა მოველოდეთ მისგან იმ სიკეთეებს, მომავალში რომ აღგვითქვა? ნუ ვიქნებით ესოდენ მცირედმორწმუნენი, არამედ პირველად ვეძიებდეთ ღმრთის სასუფეველს და სხვა ყოველივე მოგვეცეს ჩვენ, როგორც უფალმა გვამცნო