თემა: ნუგეშინისცემა

გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, ასევე მეც მეხება? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
    შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, უძვირფასესი, და მე შეგიყვარე შენ, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
    როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს და მტერი მდინარესავით მოგადგება, მე მინდა იცოდე, რომ-ეს ჩემგან იყო.
    შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და უსაფრთხოება შენი მდგომარეობს იმაში, რომ მომცე საშუალება,ვიბრძოლო შენთვის.
    თუ შენ იმყოფები მძიმე გარემოებაში, იმ ადამიანებს შორის, რომელთაც არ ესმით შენი, ანგარიშს არ უწევენ იმას, რაც შენს სულს სჭირდება და რომელნიც გთრგუნავენ შენ, გახსოვდეს-ეს ჩემგან იყო.
    მე ვარ უფალი, ყველანაირი გარემოების მეუფე, შენ შემთხვევით კი არ აღმოჩნდი იმ ადგილას, რომელიც მე მიგიჩინე.
    შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში,იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან,შენი გარემო შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას ასრულებენ.
    გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის-ეს ჩემგან იყო. ჩემს ხელშია შენი მატერიალური კეთილდღეობა, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
    მე მინდა, რომ შენ დარწმუნდე ჩემს ერთგულებასა და დანაპირებში. მე არ დავუშვებ იმას, რომ გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი-არ გწამდა შენ ღმერთისო.
    ღამ-ღამობით განიცდი ტანჯვას? განშორებული ხარ შენს ახლობლებს? გახსოვდეს ეს ჩემგან იყო.
    მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სამუდამო დამშვიდება.
    მოტყუვდი შენს მეგობარში, ან ვინმეში, რომლისთვისაც გული გქონდა ნაბოძები? გახსოვდეთ-ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი,ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მე მინდა ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს შენს ლოცვაში.
    ცილი დაგწამა ვინმემ? მომანდე ეს საქმე და მომეტმასნე მე,შენს თავშესაფარს, რათა გამაგრდე „ენის ყივილისაგან“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, ხოლო შენი სამართლიანობა დაემსგავსება შუადღეს.
    დაინგრა შენი გეგმები? დაეცი სულით და დაიღალე? გახსოვდეს -ეს ჩემგან იყო . შენ აგებდი შენთვის გეგმებს და მომიტანე მე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ მე მინდა, რომ შენ მე დამითმო, წარვმართო შენი ცხოვრება,მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები,რადგან ძალიან მძიმეა ეს შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.
    იგემე მოულოდნელად ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? - ეს ჩემგან იყო, რადგან მე მინდა, რომ შენი გული და სული მუდამ ანთებული იყოს ჩემს თვალწინ და ჩემი სახელით ამარცხებდე ამ სულმოკლეობას.
    დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისგან ცნობებს და სულმოკლეობის გამო უნუგეშობას და დრტვინვაში ვარდები? იცოდე - ეს ჩემგან იყო, რადგან ამ წუხილით მე ვცდიდი შენი ლოცვების კადნიერების ძალას ამ შენი ახლობლების მიმართ. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
    მოგიხილა ავადმყოფობამ - დროებითმა ან უკურნებელმა - და შენ აღმოჩნდი მიჯაჭვული შენს სარეცელზე? იცოდე - ეს ჩემგან იყო. რადგან მე მინდა, რომ შემიცნო უფრო ღრმად შენი სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდემოწევნული განსაცდელის გამო. არ ეცადო, ჩაწვდე ჩემს გეგმებს, ადამიანთა სულების სხვადსხვა გზებით გადასარჩენად დაშვებულს, არამედ უდრტვინველად მოუდრიკე ქედი ჩემს წყალობას შენს მიმართ.
    ოცნებობდი ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ამის ნაცვლად სარეცელზე მიკრული აღმოჩნდი? - იცოდე, ეს ჩემგან იყო. წარმატებებისას შენ ჩაძირული იყავი შენს საქმეებში და მე არ შემეძლო მომექცია შენი ფიქრები ჩემკენ. მე მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, რათა იყო ჩემს სამსახურში. მე მინდა გასწავლო შენ შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ ვერაფერში ენდობი საკუთარ თავს.
    ჩემი საუკეთესო თანამებრძოლეები ძირითადად არიან ისინი, ვინც მოწყვეტილია ცოცხალი მოღვაწეობისგან, რათა ისწავლონ ფლობა იარაღისა, რომელსაც განუწყვეტელი ლოცვა ჰქვია.
    მოწვეული ხარ, უეცრად დაიკავო მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობა? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა შენ უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
    ამ დღეს გაძლევ ხელში ჭურჭელ წმინდა მირონით. ისარგებლე თავისუფლად, შვილო ჩემო. ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შენი შეურაცხყოფა სიტყვით, ყოველი მარცხი ჩემს სამსახურში, რომელიც გამოიწვევს შენში გულისწყვეტას, ყოველი აღიარება, სენი უძლურებისა და უუნარობისა, იყოს ცხებული ამ მირონით.
    გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
    ყოველი საწრეტელი შეგეხება თუ არა, დაჩლუნგდება, რადგან ჩავდე შენს გულში სიტყვები, რომლებიც მე გამოგიცხადე შენ დღეს: ეს ჩემგან იყო!
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
18 მაისს არის ხსენება:
მოწამე საგდუხტ ქალწული (ძვ. სტ. 5 მაისს)