ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: აბორტი
მთიანი პელოპონესის დედოფლისა და ათენის მრისხანე მეტოქის - სპარტის შორიახლო ერთი კლდე მდებარეობდა, რომლის ციცაბო კალთა ღრმა ხევში ეშვებოდა.
ძველად ამ ადგილს არ ესტუმრებოდნენ ხოლმე ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ფოტოაპარატიანი ტურისტები, რომლებსაც ახლა სად არ იხილავთ მსოფლიოს არქეოლოგიური რუქით ხელმომართულებს. აქ არ უვლიათ არც პოეტებს, რათა ღამის წყვდიადში მოცურავე წითურა მთვარის იდუმალი, მკრთალი ნათებით დამთბარიყვნენ.
კლდის გამონაშვერზე, როგორც ციხე-კოშკის ბაქანზე, სპარტანელებს ის შვილები მიყავდათ, რომლებიც ქალაქის უხუცესების შეფასებით გამობრძმედილ მეომარ-ჰოპლიტებად არ ივარგებდნენ. ამ ბავშვებს მშობლების თვალწინ ხრამში ჩეხავდნენ, რომელიც სისხლს მოწყურებული გველეშაპის დაღებულ ხახას ჰგავდა. სპარტანელს არ უნდა ჰქონოდა სიბრალული! ამ ქალაქ-სახელმწიფოში, რომელიც სამხედრო ბანაკი უფრო იყო, სნეულებს, სუსტებს და გონჯებს არ ეცხოვრებოდათ.
საუკუნეთა მანძილზე მიმდინარე ეს ჰეკატომბა, სპარტის დიდებისა და ძლიერების შესაწირი იყო. თუ ნაშიერი ბასრი კბილებითა და ბრჭყალებით არ იბადებოდა, მას ურჩხული ყლაპავდა. დახოცილ ჩვილთა მჩქეფარე სისხლი ვინმეს რომ ერთად ჩაესხა ხევში, კეთილმასპინძლის ღვინით პირსავსე სასმისის მსგავსად გაივსებოდა. სპარტა ავაზაკთა თბილი თავშესაფარი იყო. სპილენძის მშვილდივით ძლიერი კუნთების მქონე ყაჩაღი გმირად ითვლებოდა. ხოლო ბავშვი, რომელიც მამის იარაღს ვერ დაძრავდა, უნდა მომკვდარიყო. სპარტანელთათვის სისუსტე და სიბრალული ყველაზე დიდი დანაშაული იყო. მაგრამ ისტორიული სელექციისა და დაკანონებული სისასტიკის ცდამ არ გაამართლა. ოდესღაც დარიოსისა და ქსერქსეს ურდოთა მძლეველმა სპარტანელებმა მათი დიდების დაისის ჟამს სციპიონის ლეგიონთაგან მხდალი გაქცევით უშველეს თავს. მათი უკანასკნელი მეფე ნადირის მსგავსად რკინის გალიაში იყო ჩასმული. გაქრა თვით სპარტაც. თითქოსდა სწორედ იმ ხევმა შთანთქა, სადაც ქალაქის ნაგავივით საბრალო ბავშვებს ყრიდნენ.
ჯანსაღი სხეულის თანამედროვე თაყვანისმცემლებსა და ჰუმანური მეცნიერების - მედიცინის ზოგიერთ წარმომადგენელს დიდად ეჭაშნიკა სპარტის მორალი. ვინმე ს. გ. კანიბალის საკადრისი წინადადებით გამოვიდა პრესაში: ლაბორატორიული გზით დადგინდეს ადამიანის ნაყოფის მდგომარეობა და ანალიზის პასუხის შესაბამისად გადაწყდეს, დარჩეს თუ განადგურდეს ნაყოფი, იცოცხლოს თუ მოკვდეს. – „ასეთი ანალიზი რაც შიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს, მისი გაჭიანურება სავალალო შედეგს მოუტანს ბავშვის მშობლებს“ - აცხადებს იგი.
აქ თურმე ავადმყოფ ბავშვზე სათუთი ზრუნვაა! ქალბატონი ს. გ. გვთავაზობს, თავი მოვაჭრათ ბავშვს იმ მოსალოდნელი ტანჯვისა და დანახარჯების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შესაძლოა ოჯახს დააწვეს.
იქნებ თანამედროვე სპარტანელს მეცნიერული ხარისხის დამსახურება სურდა, როგორც შუა საუკუნეების ჩინეთში ანიჭებდნენ ხოლმე მას, ვინც წამების ახალ სახეობას გამოიგონებდა.
სამწუხაროდ, ისეთი აშკარა ზნეობრივი გრძნობის დამტკიცება გვიხდება, როგორიცაა ის, რომ კაციჭამიობა საზარელი რამ არის.
მეცნიერების, ფილოსოფიის, ხელოვნებისა და საერთოდ, კულტურის ყველა დარგის გამოჩენილ ადამიანთა შორის ბევრი თანდაყოლილი დეფექტებით, მანკიერებებითა და უკურნებელი სენით დაბადებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნებისყოფითა და სიმტკიცით მათ ყოველივე გადალახეს და კაცობრიობის ნალექად კი არ იქცნენ, არამედ (ამქვეყნიური თვალსაზრისით რომ ვთქვათ) დიდების შარავანდედი დაადგეს მას. ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მისი ფიზიკური მანკიერებები სხვადასხვა ძალებისა და ნიჭის განვითარებით კომპენსირდება.
ადამიანის ტალანტს ქიმიურ-ლაბორატორიული გზითა და რენტგენის სურათებით ვერ განვსაზღვრავთ: ტროას წინააღმდეგ სახელგანმთქმელი ბრმა ჰომეროსი სპარტაში რომ დაბადებულიყო, კაცობრიობას „ილიადა“ და „ოდისეა“ არ ექნებოდა.
კაცობრიობას ამძიმებენ არა ფიზიკურად მახინჯები, არამედ სულიერად გონჯები, მაგრამ მათ დიდი მოწიწებით ეპყრობიან.
ავადმყოფი ბავშვის ემოციური ცხოვრება შესაძლოა უფრო ღრმა იყოს, ვიდრე ჯანმრთელისა. უფრო ხშირად, სნეული ბავშვები მეტ გულისხმიერებასა და სითბოს იჩენენ მშობლების მიმართ. თუ ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, ავადმყოფი ბავშვები გულმოწყალებას ასწავლიან თავიანთ მშობლებს. სიკეთის კეთება - უკვე დიდი ბედნიერებაა, ამიტომ სნეულებთან ურთიერთობა და მათთვის დახმარების გაწევა სულიერი სიხარულის მომნიჭებელია.
ბავშვის მკვლელობა - ადამიანის ცხოვრების ყველა ზნეობრივი ორიენტირის მოშლაა. ეგოიზმსა და დაუნდობლობას ბედნიერება არავისთვის მოუტანია.
ხშირად დედას ყველაზე უფრო ავადმყოფი შვილი უყვარს. სიმწრით შობილი განსაკუთრებით ძვირფასია.
ქრისტიანული თვალსაზრისით დაუშვებელია, რომ ვინმე ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტდეს - ეს უფლება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.
ნიშანდობლივია, პატრიარქ ფლაბიანეს დასმული შეკითხვა მეფე თეოდოსიოსისადმი, რომელსაც ანტიოქიის დასჯა სურდა: - "შენ შეგიძლია მოკლა, მაგრამ განა შეგიძლია კვლავ დაუბრუნო სიცოცხლე?".
სარეცელს მიჯაჭვული მრავალი სნეული განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით ზებუნებრივ ნიჭს იძენდა, ხოლო მათ, ვისაც სოფელი შეშლილად თვლიდა, უმაღლესი სულიერი სიბრძნე ეხსნებოდათ.
ქრისტიანობა მიწიერ ცხოვრებას მარადისობისკენ მიმავალ გზად მიიჩნევს, ის არის ეტაპი, სადაც ადამიანი პიროვნებად ფორმირდება. ამიტომ ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც მხოლოდ სიტუაციებია, რომელშიც ადამიანი იმყოფება, რათა მისი ხასიათი და ზნეობა ჩამოყალიბდეს. ექსტრემალურ პირობებში, მაგალითად, ხანგრძლივი განუკურნებელი სენით შეპყრობილ პიროვნებას შესაძლოა ისეთი ძალები და ნიჭი აღმოაჩნდეს, რომელიც რიგით, ჩვეულებრივ ადამიანს არ გააჩნია. ბავშვის სიცოცხლის ხელყოფაზე უფლების პრეტენზია, არსებითად, დაუნდობელი მატერიალისტური მსოფლმხედველობის ლოგიკური შედეგია, სადაც ძლიერის მიერ სუსტის მოსპობა ევოლუციის პრინციპად არის მიჩნეული, ხოლო ადამიანი განიხილება როგორც ბიოსისტემა. დახმარებისთვის ქალბატონი მეცნიერებას მიმართავს, უვარგისი პროდუქციის ნორმალურისგან განცალკევება დროულად რომ შეძლოს, რათა მისი განადგურება, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ წარმოების პროცესში მოასწროს. აქ ორი ურთიერთსაპირისპირო მსოფლმხედველობა ეჯახება ერთმანეთს: ვინ არის ადამიანი - ხორცშესხმული სული (თუნდაც სხეული ჯერ არაფორმირებული ჰქონდეს) თუ ბიოდენებით მართვადი უჯრედთა კონგლომერატი? ვინც სნეულ ბავშვთა მკვლელობას დასაშვებად თვლის, ის მძიმე ავადმყოფთა, ის მძიმე ავადმყოფთა, მხცოვანთა და შეშლილთა მოკვლის მომხრეც უნდა იყოს. ეს კი ფაშიზმის ცინიზმსაც კი აღემატება.
თუმცაღა ქალბატონი ს. გ. სულაც არ თვლის ხელსაყრელად ყველა ავადმყოფის მოკვლას. არა, ის პროფესიით ექიმია და ამით კი მხოლოდ მესაფლავეებს ექნებოდათ ხეირი.
სულ სხვაა, მაგალითად, მეცნიერების ახალი დარგი, რომელსაც შეიძლება რაციონალური დემოგრაფია ეწოდოს! სახარბიელო პერსპექტივაა: ბავშვის დაავადებათა დიაგნოსტირება და მისი მოკვლა ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში შეიძლება, როგორც წყლიან ვედროში ახრჩობენ ხოლმე ბრმა კნუტებს. როცა კნუტი თვალს გაახელს და დაიკნავლებს, მერე ის დასახრჩობად შეეცოდებათ. ამ ოპერაციებით შენაძენი ფულით, უფრო სწორედ, იატაკზე დავარდნილი ხურდით საქველმოქმედო საზოგადოებას დააარსებენ!
ჩვენ შემდეგი მოთხრობით გვინდა დავასრულოთ: როცა ბერძნებმა ტროა დაიპყრეს, დარჩენილ მოსახლეობას დასაწვავად განწირული ქალაქის დატოვება შესთავაზეს, გარდა ამისა, თითოეულს ერთი ნივთის წაღების უფლება მისცეს. ცნობილმა ტროელმა გმირმა ენეასმა თავისი მოხუცებული, სნეული მამა ხელში აიყვანა და თქვა: ეს არის ჩემი ყველაზე დიდი განძიო. რომაელები ენეასს თავის მამამთავრად თვლიდნენ და რომის ძლიერებას მის კეთილშობილურ საქციელს უკავშირებდნენ.
ნიშანდობლივია ისიც, რომ სპარტის ადგილზე ახლა ერთი ღატაკი სოფელიღაა დარჩენილი. იქ დიდებული ნანგრევებიც კი აღარ არის, კორინთოსა და თებეს მსგავსად. ხოლო ათენი - სპარტის მეტოქე - სადაც მონის, ბავშვის და საერთოდ ადამიანის სიცოცხლე კანონით იყო დაცული, ელადის ძლიერების სინონიმად - საბერძნეთის დედაქალაქად იქცა.