ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სიმართლე
სწავლა პბ. კვალად სიმართლისათვისვე.
საყვარელნო, ქრისტემან ჰრქვა ჰურიათა, ვითარმედ: "სადა მე ვიყო, თქვენ ვერ ძალ-გიძსთ მოსლვად". ხოლო მეშინის ნუ უკვე ჩვენდა მომართცა ითქვას ესე ცხოვრებისა ამის ჩვენისთვის, სავსისა ცოდვითა და სიცრუითა? რამეთუ, ვინაითგან არა გვაქვს ჩვენ სიმართლე, ვერ მივიდეთ სადა იგი არს, რამეთუ მოწაფეთათვის იტყვის, ვითარმედ: "მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ". ხოლო მეშინის ჩვენთვის, თუ წინააღდგომი ითქვას. ესე იგი არს, ვითარმედ: "სადა მე ვიყო, თქვენ ვერ ძალ-გიძსთ მოსლვად", რამეთუ ამასცა სოფელსა მხედარი, რომელი განარისხებდეს მეფესა, არა ხელ ეწიფების ხილვად მეფისა. არამედ საპყრობილესა შინა არნ და სატანჯველთა. ხოლო ქრისტე გვამცნებს სიმართლესა, და ჩვენ ცრუ ვიყვნეთ და მტყუარ; ქრისტე გვამცნებს მოწყალებასა, და ჩვენ მტაცებელ ვიყვნეთ და ანგაჰარ; ქრისტე გვიბრძანებს სიყვარულსა და ჩვენ მოძულე ვიყვნეთ და უწყალო; - ვერ შევუძLოთ მუნ მისთანა შესლვად. და იხილეთ ქალწულნი იგი, ვითარ არა ხელ-ეწიფა შესლვად. სადა იგი სიძე იყო, რომელთა დაეხშა კარი წყალობისა. არამედ ნუ იყოფინ ჩვენდა სმენად ხმისა მის მწარისა სასმენელად, ვითარმედ: "არა გიცნი თქვენ". ხოლო სადაით იქმნების სმენა ხმისა მის, თუ "არა გიცნი თქვენ"? გარნა ამისგან, რომელ ვიხილოთ რა გლახაკი, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა რაი გვეხილვა და, რაჟამს ჩვენ არა გვეწყალოდეს გლახაკი და მშიერი, რომელ არს ქრისტე, ქრისტემან ვითარ შეგვიწყალნეს ჩვენ, რაჟამს წყალობა გვიხმდეს? რამეთუ, რომელმან შეურაცხ-ჰყოს ჭირვეული და არა მისცეს თვისისაგან, ვითარ ითხოვოს მან მოღებად არა თვისი იგი? ამისთვის გევედრები საყვარელნო, რათა ყოვლით კერძო ვიქმოდეთ სიმართლესა და სიმართლისა მიერ მონაგებისა მოწყალებასა, რათა არა მოგვაკლდეს ჩვენ ზეთი იგი, არამედ შევამკოთ ლამპარი ჩვენი ბრწყინვალედ, და შევიდეთ სიძესა მას თანა, უკვდავსა სასძლოსა მას უხრწნელსა, რომელსა ღირსმცა ქმნულ ვართ ყოველნივე, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი