
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო:
სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II [გვ. 181]
660. სხვა ქრისტესმოყვარე კაცს ურგები მონა ჰყავდა, რომელიც გაიქცა მისგან, რაღაც დროის შემდეგ კი კვლავ
660. სხვა ქრისტესმოყვარე კაცს ურგები მონა ჰყავდა, რომელიც გაიქცა მისგან, რაღაც დროის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა; იმ კაცმა ბერს, იოანეს ჰკითხა, მიეღო ის თუ არა. როდესაც ბერმა უთხრა არ მიიღოო, მსახური გამოსწორდა, მაგრამ ბატონს მისი გაშვება სურდა და კიდევ ერთხელ გაუგზავნა ბერს ამ საკითხზე შეკითხვა
.
ჯერჯერობით დატოვე ის მსახური და ასწავლე მას და შენც ისწავლე მისი მეშვეობით. თუ გამოსწორდა - კარგია; თუ ძველებურად გააგრძელა ცხოვრება და შენ მას ღვთის გულისათვის მოუთმენ - ესეც კარგია, რამეთუ მოთმინებისათვის საზღაურს მიიღებ. მაგრამ თუ დაინახავ, რომ მოთმინების ძალა არ გყოფნის და ის გაზიანებს, მაშინ გაუშვი და გაიხსენე ერთ-ერთი წმინდანის ნათქვამი: „თუ ხედავ, რომ მდინარეში ვიღაც იხრჩობა, ხელს ნუ გაუწვდი, რათა შენც არ დაგახრჩოს, არამედ ჯოხი გაუწოდე და თუ ჯოხის დახმარებით გადაარჩენ, კარგია; თუ არა, მაშინ ჯოხს ხელი გაუშვი, რომ შენც მასთან ერთად არ დაიღუპო“.
|