
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო:
სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II [გვ. 220]
766. როდესაც აშკარაა, რომ მე ვინმეს წინაშე არ შემიცოდავს, არამედ პირიქით, მან შესცოდა ჩემს
766. როდესაც აშკარაა, რომ მე ვინმეს წინაშე არ შემიცოდავს, არამედ პირიქით, მან შესცოდა ჩემს წინააღმდეგ, მაშინ როგორ ვუსაყვედურო საკუთარ თავს? ასე მაგალითად: თუ მგზავრობის დროს შემხვდება ისეთი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, და არც შეხვედრისას ვეტყვი რამეს, ხოლო ის უმიზეზოდ გამარტამს, როგორ უნდა ვუსაყვედურო საკუთარ თავს ამ შემთხვევაში?
შეძლებ, თუ იტყვი: დამნაშავე ვარ, ამ გზით რომ წამოვედი. ამ გზით რომ არ წამოვსულიყავი, მაშინ არ შევხვდებოდი ამ ადამიანს და ის არ გამლახავდა. ხომ ხედავ, ამ შემთხვევაშიც შეგიძლია საკუთარი თავის დადანაშაულება.
|