image

თემა: სულიერი მღვიძარება

აი, ყველა ის საშუალება, რომელნიც ჩვენში ვნებებს აღმოფხვრიან: ჩვენი საკუთარი გონებრივი ღვაწლი და შრომა, მოძღვარი და თავად უფალი. უკვე აღვნიშნეთ, რომ შინაგანიაზრობრივი ბრძოლის გარეშე გარეგანი ბრძოლა ვერ წარემატება. ეს მნიშვნელოვანია როგორც დამოძღვრას დაქვემდებარებული ბრძოლის, ასევე განგებულებით მიმდინარე წმედის დროს. ამიტომ შინაგანი ბრძოლა უწყვეტად და შეუცვლელად უნდა მიმდინარეობდეს. მარტო ის იმდენად ძლიერი არაა, მაგრამ მის გარეშე სხვა ყველა უმოქმედო და უშედეგოა.
    მოღვაწეებიც და ყველა, ვინც წვალობს, ტირის თუ მორჩილებს, იღუპება და იღუპება შინაგანი ბრძოლის, ანუ გონების დაცვის სიღარიბის გამო. აქვე, თუ გავიხსენებთ, რაც ადრე ითქვა შინაგანი დადებითი საქმიანობის შესახებ, კერძოდ იმას, რომ მასშია მიზანი და ძალა გარეგანი დადებითი საქმიანობისა, მთელი ძალით წარმოჩნდება შინაგანი საქმიანობის სრული ნიშვნელობა და ყველა მიხვდება, რომ ის არის აღმოსავალი, საფუძველი დაყოველგვარი მოღვაწეობის მიზანი. მთელი ჩვენი საქმიანობა მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: შიგნით მოკრების შემდეგ უნდა აღდგეს სულიერი ცნობიერება და მისი სიცოცხლისუნარიანობა და ამ განწყობით, მოძღვრის ან განგებულების მიდევნებით, განსაზღვრული გარეგანი საქმიანობის შესრულებას უნდა შევუდგეთ, მაგრამ ამსათანავე, მკაცრი და დაძაბული ყურადღება უნდა მივაპყროტ და ვაკონტროლოთ ყველაფერი, რაც კი ამ დროს შიგნით წარმოიშობა. თუ ვნებიანი გამოხდომა წამოყოფს თავს, ის უნდა განვდევნოთ და დავამარცხოთ არამარტო აზრებით, არამედ მოქმედებითაც და არ დაგვავიწყდეს, რომ უნდა გაგვაჩნდეს სული შემუსვრილებისა და საკუთარ ცოდვებზე წუხილი.
    აქეთკენ უნდა იყოს მიმართული მოღვაწის მთელი ყურადღება, ის მოღვაწეობისას უნდა ერთობოდეს და როგორღაც შეკრული ან წელშემოსარტყლული უნდა იყოს თავის აზრებში. ამგვარ შიგნითმყოფობას ფრთხილ სვლას, ფხიზელ სვლას ეძახიან, ხოლო მეცნიერებას მის შესახებ - სიფხიზლის მეცნიერებას. ახლა გასაგებია, თუ რატომ ანიჭებენ მოღვაწენი უპირატესობას გონების სიფხიზლეს და ვისაც ის არ გააჩნია, რატომ მიიჩნევდნენ მას ნაყოფის გარეშე დარჩენილად.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები