image

თემა: ქრისტიანული ცხოვრება

თითოეულმა თქვენთაგანმა ასწავლოს და ჩააგონოს საკუტარ თავს ქრისტეს სიტყვების ჭეშმარიტება და ის ჩასახლდება თქვენში. ამისთვის იკითხე, იაზროვნე, დაისწავლე, შეიგრძენი, შეიყვარე და ასე გააგრძელე ცხოვრება. უკანასკნელი საკუთარი განსწავლულობის ზღვარია.სანამ მისთვის არ მიგვიღწევია, ვერ ვიტყვით, რომ ვინმე განისწავლა, თუნდაც ქრისტეს სიტყვები ზეპირად იცოდეს და კარგად მსჯელობდეს. სწორედ, მის უკმარისობას საყვედურობდა წმ. მოც. პავლე ებრაელებს, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: "რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თვისსა არა ასწავებ? (რომ. 2, 21). ვინც ასეთია, მასში არ ჩასახლდება და არ ცხოვრობს ქრისტეს სიტყვა...
    ცხადია, ყველანაირ ურთიერთსწავლებას მხოლოდ მაშინ მოაქვს შედეგი, როცა ამავე დროს, თითოეული თავის თავსაც ასწავლის და შეაგონებს, ანუ წაკითხულის და ნათქვამის მოსმენის შემდეგ თავის თავსარწმუნებს, რომ მხოლოდ წაკითხულის მიხედვით ფიქრი არაა საკმარისი - საჭიროა მისი შეგრძნება და შეთვისება...
    რამეთუ, მხოლოდ მაშინ სახლდება მავანში ქრისტეს სიტყვა, როცა ის შეძლებს თავი დაიმორჩილოს, ირწმუნოს და მცნებების შესაბამისად იცხოვროს...
    ის, ვინც გულმოდგინედ კითხულობს ღვთის სიტყვას, მაგრამ არ განიხილავს, გრძნობამდე არ მიჰყავს და ცხოვრებაში არ ატარებს მას, გონივრულად არ იქცევა. და ეს სიტყვა ისე მიედინება, თითქოს საწვიმარ ღარში წყალს გაევლოს, არ ჩერდება, არ მკვიდრდება მასში. შესაძლოა სახარება და სამოციქულო ზეპირად ვიცოდეტ, მაგრამ ქრისტეს სიტყვები მაინც არ იყოს ჩვენში ჩასახლებული მისი გაუაზრებელი შესწავლის გამო. უგუნურად იქცევა ის, ვინც გონებას მხოლოდ ქრისტეს სიტყვით იმდიდრებს, ხოლო გულით და ცხოვრებით მის შეცნობას უდიერად ეპყრობა. ეს სიტყვა მის თავსა და მეხსიერებაში ქვიშასავით ყრია და იქ უსიცოცხლოდ ,მკვდარივით ასვენია. ის მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როცა გრძნობას და ცხოვრებას განმსჭვალავს, მაგრამ რაკი ამ შემთხვევაში ეს არ ხდება, არ შეიძლება ითქვას, რომ ის ასეთნაირად ადამიანში მკვიდრობს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები