image

თემა: განმარტოება

ამბობ, სურვილი გიჩნდება განდეგილობისა. ადრეა, ჩემო კარგო და არც არის საჭირო. განა მარტოობაში არ ცხოვრობ? ძალიან იშვიათად თუ ვინმე შემოგივლის. ხოლო ტაძარში რომ გიწევს ყოფნა, ეს კი არ არღვევს შენს მარტოობას, არამედ განამტკიცებს, გაძლევს ძალებს, რომ დრო სახლშიც ლოცვაში გაატარო. შიგადა შიგ შეიძლება ერთი-ორი დღე გარეთ რ გამოხვიდე და მუდმივად ღმერთთან ყოფნას ეცადო, მაგრამ ეს სენს უნებურად გამოგდის. ასე რომ, ნუ გსურს განდეგილობა! როცა შენი ლოცვა 9იმ დონემდე მომაგრდება, რომ მთლიანდ გამყოფებს გულში ღვთის წინაშე, მაშინ შენში განდეგილობის გარეშე დამკვიდრდება განდეგილობა. რა არის განდეგილობა? რა და როცა გონება გულში ჩაკეთილი დგას ღვთის წინაშე მოკრძალებით და გულიდან გამოსვლა ან სხვა რაიმეს ქმნა აღარ სურს. ასეთი განდეგილობა ეძიე, ხოლო იმაზე, რასაც შენ ფიქრობ, ნუ ხარ შეზრუნვებული. გამოკეტილი კარების მიღმაც შეიძლება მთელ დედამიწაზე ზეტიალი და საკუტარ სენაკში ამასოფლის შემოყვანა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები