ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის სიყვარული
თუ ყურადღებით მოვეკიდებით, არის ერთი მეთოდი, რომლის წყალობითაც იშვიათად დაგვისხლტება ვნება შეუმჩნევლად. კერძოდ, გამოსაკვლევია, ჩვენი აზრები და გრძნობები საით გვიბიძგებენ - ღვთის სათნოყოფისაკენ თუ თავისმაამებლობისაკენ. ეს სრულიად არაა რთული. მხოლოდ ყურადღებით დააკვირდით საკუთარ თავს, თუ რაიმეს აკეთებთ თავის მაამებლობის საწინააღმდეგოდ, მაშინ არ ცდებით. ერთი ბერი ეუბნებოდა თავის მოწაფეს: "შეხედე, ნუ გააჩერებ შენთან მოღალატეს". "ვინარის ასეთი მოღალატე?" - ჰკითხა მოწაფემ. "თავისმაამებლობა" - იყო პასუხი.