ავტორი:
ილია II
თემა: თვითმკვლელობა
თვითმკვლელობა საშინელი ცოდვაა. ესაა დანაშაული, რომელიც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს ღვთისაგან არ ეპატიება. მისი შედეგი მარადიული სატანჯველია. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ შეგვიძლია. ვისაც არ შესწევს უნარი გაანალიზოს შექმნილი სიტუაცია და ვერ ახერხებს კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი დაინახოს მოვლენის მეორე, სულიერი მხარე, ეუფლება დაუძლეველი დეპრესია და თვითმკვლელობით სულს ეშმაკს უთმობს, ვერ აცნობიერებს რა, რომ ამ ნაბიჯით თავს მუდმივი, აუტანელი სატანჯველისათვის წირავს.