image
ავტორი: ილია II

თემა: შობა,  ღვთის განკაცება

ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, უფლის წყალობით კვლავ ღირსნი გავხდით შევგებებოდით დიად ზეიმს – შობის დღესასწაულს. ცაზე კვლავ ბრწყინავს ახალი ცხოვრების მაუწყებელი ვარსკვლავი, ანგელოზნი კვლავ გალობენ ზეციურ საგალობელს და კვლავ თავისკენ გვიხმობს ახალშობილი ყრმა – იესო ქრისტე.
    2000 წლის წინათ მის თაყვანისცემად კაცთაგან პირველნი მიეახლნენ ყველაზე უბრალონი და წრფელნი – მწყემსები და ყველაზე ცნობილნი და ბრძენნი – აღმოსავლეთის მეფენი – მოგვნი.
    მაშ ჩვენც, განურჩევლად ჩვენი მდგომარეობისა, შეუვრდეთ ახალშობილ "მზეს სიმართლისა", მას, რომელმან ცანი მოიდრიკა სიმდაბლით და გარდამოხდა ქვეყნად ცოდვის ათასწლოვანი საკვრელის გასაწყვეტად, ჩვენს დასახსნელად და საცხოვნებლად. ძღვნად მივართვათ მას ჩვენი უშურველი სიყვარული, ერთგულება და სიკეთე: გავუღოთ გულის კარი ცათა მეუფეს, რათა შემობრძანდეს ჩვენს სულში, დაივანოს იქ განუშორებლად და აღგვავსოს მადლითა და წყალობითა თვისითა.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები