ავტორი:
ილია II
თემა: საქართველო
წმიდა სამების მშენებარე ტაძარი არის ღვთისაგან მონიჭებული წყალობა და ამავე დროს ნიშანი ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგინებისა. თუ გავიხსენებთ წარსულს, დავინახავთ, რომ სვეტიცხოვლისა და მასთან ერთად ბაგრატის, ალავერდის, იშხნისა და ბედიის ტაძრები უშუალოდ დიდი საქართველოს წინარე პერიოდში აიგო (თვით ოქროს ხანაშიც კი ასეთი რამ აღარ განხორციელებულა). ვიმედოვნებთ, რომ როგორც მაშინ, ახლაც ეს დიდებული საკათედრო ტაძარი იქნება გვირგვინი ერთიანი საქართველოსი. ოღონდ ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ ვიყოთ ღმერთთან. მაშინ გახდება ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია ამ სასწაულის მომსწრე. ჩვენ შეგვიძლია ეს სასწაული რეალობად ვაქციოთ.