image
ავტორი: ილია II

თემა: დალოცვა

ცხოვრება მეტად რთულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გული არ უნდა გავიტეხოთ. ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი". ერთ-ერთი რეალური საშუალება, რითიც შეგვიძლია ურთიერთს დავეხმაროთ, არის დალოცვა.
    წერილობითი ან სიტყვიერი დალოცვა შეიძლება როგორც ოჯახის წევრის, შვილის, ახლობლისა, ისე ნაცნობის თუ უცნობისა. მორწმუნე ადამიანი უნდა ლოცავდეს თავის მტრებსაც: და ხდება საოცრება, ჩვენი მოძულე ნელ-ნელა მოყვარედ იქცევა.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები