image

თემა: ბუნება

ბალკანეთის ხალხმა დღემდე შემოინახა რწმენა იმისა, რომ წვიმა, გვალვა, სეტყვა, მოსავლიანი და შიმშილობის წლები, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა დამოკიდებულია ხალხის ზნეობრივ სიწმინდეზე.
    წმინდა ადამიანების მიმართ ბუნება შემწყნარებელია, უწმინდურთა და ბოროტგანმზრახველთა მიმართ კი იგი დაუნდობელია.
    ბუნება ადამიანის ანარეკლია. როგორიცაა ადამიანი, სწორედ ისეთად ასახავს იგი მას. ბუნებას ეგოიზმი არ ახასიათებს. მაგრამ ადამიანები ეგოისტები არიან და ამიტომ ისინი თავიანთ უსახურ გამოსახულებას ბუნების სარკეში ხედავენ და საკუთარ სიმახინჯეს ბუნებას მიაწერენ.
    მაგრამ განა სარკე დამნაშავე სახის უსახურობაში, რომელსაც იგი უბრალოდ მართლად ასახავს?
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები