image

თემა: შრომა

ჩინეთის ხელმწიფე ანუ იმპერატორი, რომელსა სამასი მილიონი ქვეშევრდომი ჰყავს და სიმდიდრე აქვს აურაცხელი და წარმოუდგენელი, ყოველ წელიწადს, ერთ დანიშნულ დღეს, გამოვა მინდორში თავისი შვილებით და დიდებულებითურთ, თავისი საკუთარის ხელით შეაბამს ხარებსა გუთანში, გაუძღვება მათ წინ, მოხნავს და დასთესს ყანასა; ამ დროს მას უმზერს აურაცხელი ერი, ყოველ მხრითგან შეკრებილი. რისთვის იქმს იგი ამას? მისთვის, რათა აჩვენოს, რომ მიწის მუშაობა არავისთვის არ არის სათაკილო და სასირცხო, არამედ პატიოსანი და ღირსი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები