image

თემა: შრომა

მაცხოვარი იესო ქრისტე ვიდრე სრულ ჰასაკის მოსვლამდე და სახარების ქადაგების დაწყებამდე სცხოვრებდა იოსებ ხუროს სახლში და ეხმარებოდა მას ხუროობაში. უდიდესი მოციქულთა შორის პავლე, როდესაც თავისუფალ დროს იპოვნიდა ქადაგებითგან, იწყებდა თავისის ხელითა კერვასა ბამბის კარვებისასა და იქიდგან ირჩენდა თავსა. უმაღლესნი მამათა შორის ბასილი დიდი, გრიგორი ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, თავისუფალი რომ იქნებოდნენ ეკლესიის მსახურებისაგან, აღიღებდნენ ბარსა და თოხსა და შეუდგებოდნენ მიწის კეთებასა. ესენი ყოველნი დამამცრომელად არ რაცხდნენ ესრეთსა მუშაობასა. მოკლედ, განვაგდოთ გულისაგან ცრუ, ცბიერი და მზაკვარი ჰაზრი, ვითომც მუშაობა იყოს კაცის ღირსების დამამდაბლებელი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები