ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: შრომა
ვისწავლოთ ჩვენცა ძმანო ჩემნო შრომა და მოთმინება შრომასა შინა.უკეთუ რომელსამე შრომასა და მუშაობასა შენსა არ ექმნა წარმატება, ნუ დაღონდები მაშინვე, არამედ ხელახლა უმეტესითა მეცადინეობითა იწყე შრომა და მოღვაწეობა.
ოდეს ღმერთმა კეთილად წარმართა შრომა შენი, მაშინ პირველი შენი გულისსიტყვა იყოს მადლობა ღვთისა; ღმერთს მიაწერე შენი წარმატება და არა შენსა სათნოებასა და სიკეთესა.