image

თემა: ღვთის განკაცება

მოწყალე სამარიტელი (შდრ. ლუკა 10. 30) ნიშნავს თვით უფალსა ჩვენსა და მაცხოვარსა. ხოლო კაცი იგი დაჭრილი და გზასა ზედა მიგდებული ნიშნავს მრთელსა კაცობრივსა ნათესავსა. მდგომარეობა კაცობრივისა ნათესავისა, უწინარეს მაცხოვრის სოფლად მოსვლისა იყო ნამდვილ მსგავსი იმ კაცისა, რომელი ავაზაკთაგან იქმნა შეპყრობილ და დაწყლულებულ. კაცი იყო ჩავარდნილი ხელსა შინა სულიერთა ავაზათა,რომელნი არიან ეშმაკნი და ყოველნი ნაყოფნი ეშმაკისანი: ცოდვა, ვნება, ხრწნილება სულიერი და სიკვდილი. ამა ურიცხვთა მტერთა ესოდენ სტანჯეს, დაჭრეს და ავნეს კაცი, რომელ იგი კნინღა იყო ცოცხალ; ხოლო შემწე და მკურნალი არავინ ჰყავდა მას. და აჰა, ესერა მოვიდა ქვეყანად სამარიტელი მოწყალე უფალი იესო; იგი მიეახლა დავრდომილსა მას, შეუხვია მისი წყლულებანი, სცხო მას ზეთი სიტყვისა და ნუგეშისცემისა, რათა დაულბოს სიმწარე მისთა წყლულებათა. მან დაასხა მას ღვინო ქადაგებისა და მადლისა თვისისა, რათა განამტკიცოს დაღონებული და დასუსტებული ცოდვათა და სულიერთა სალმობათაგან გული მისი. ესრედ გვიყო ჩვენ მოწყალემან სამარიტელმან: იგი მოვიდა ჩვენდა განსანათლებლად და განსაკურნებლად, თუმცა ჩვენ არ ვიყავით ღირსნი მისისა მოწყალებისა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები