ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ღვთის განკაცება
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მისთვის მოვიდა ქვეყანასა ზედა, მისთვის მიიღო ბუნება კაცისა, მისთვის ივნო, ჯვარს ეცვა და აღსდგა, რათა შეაერთოს და შეარიგოს კაცი ღმერთთან. ცოდვამან და ურჩებამან კაცი განაშორა ღმერთისაგან; ღმერთი განრისხებული იყო კაცზედ, გარნა უფალმან იესო ქრისტემან მოახდინა მშვიდობა ღვთისა და კაცთა შორის.