თემა:
ნაცვლად მისა, რომ მშობელთა შეაგონონ თვის შვილსა, რომელ ღმერთი ჰხედავს ყოველსა მისსა აზრსა და საქმესა, რომ მას უნდა სცხვენოდეს ღვთისა და ცუდ საქმეს ერიდებოდეს ღვთის გულისათვის; სულის და გულის სიღრმეში გაუჩინონ, გაუზარდონ მართლმსაჯული, წრფელი სინიდისი, – მშობელნი ასწავლიან შვილთა მხოლოდ გარეგანსა პატიოსნებასა. თუ ცუდი რამე ჰქმნა ბავშვმა, მაშინვე მიაძახებენ: არა გრცხვენიაო, რომ დაგინახონ, რას იტყვიანო შენზე. ამისთანა ლაპარაკით ბავშვის გულში ის აზრი და მეცადინეობა გამოიხატება, რომ ოღონდ ვინმემ კაცმა არ დაინახოს მისი ცუდი ქცევა და რაც გინდა ჰქნას, არაფერია. იმას კი არ ჰფიქრობს, რომ ყოველ ცუდ საქმეს მოერიდოს, არამედ სცდილობს, რომ სხვამ არავინ შეუტყოს მისი ცუდი საქმე, და სადაც შეუძლია ჩუმად ცუდი საქმის ქმნა, იქ არ მოერიდება. კაცის სირცხვილი არ დაგიცავს ცოდვისაგან, თუ საკუთარი შენი სინდისი გაჩუმებულია; თუ შენი სინდისი ა