image

თემა: რელიგია

ბრმები არიან ისინი, ვინც რელიგიაში მხოლოდ წესებს ხედავენ. მათ თავისთავად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წესები, საეკლესიო მღვდელმსახურება ეკლესიის სიმბოლური ენაა, ის სულიერი არხებია, რომელთა საშუალებით გადმოდის ღმრთის მადლი და ენერგია. მაგრამ წესებს არ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების შეცვლა, მორწმუნედ გახდომა. ამისათვის საჭიროა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, გავხდეთ სხვა ადამიანი, მახარებლის სიტყვით - "ახალი ქმნილება". ცდებიან ისინი, ვისთვისაც სახარება მისაღებია მხოლოდ ზნეობრივი კუთხით, ეკლესიაში კი არ დადიან. მათ სურთ თვითონ გახდნენ ჭეშმარიტების კრიტერიუმი საკუთარი თავისთვის; თავიანთი სუსტი, ღმრთის მიერ ჯერ კიდევ აღუდგენელი გონებით, სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას და შეიმეცნონ. ამიტომ ვინც ეკლესიაში არ არის, თავისი საკუთარი, ვნებიანი წარმოდგენების ვიწრო, შემწიკვლებულ წრეში მომწყვდეული, შეჭმარიტების მხოლოდ უსულო აჩრდილებით უფარგლება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები