
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: ბოროტი ზრახვები
უმაღლესი საფეხური ზრახვების მიერ ჩვენი დაპყრობისა უკვე ვნებაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენს სულში ხანგრძლივად დაბუდებული ავი ზრახვა მის ხასიათად, მუდმივ ჩვევად იქცევა. ამ მდგომარეობაში კაცი საკუთარი ნებით ვარდება, ჩვენი დაუძინებელი მტერი კი ამკვიდრებს ჩვენს სულებში ვნებიან ზრახვებს ჩვენივე განუწყვეტელი ოცნებების წყალობით. ამ მდგომარეობიდან თავის დახსნა შეიძლება მხოლოდ მონანიების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს მოელის მარადიული სატანჯველი.