
ჰკითხეთ საკუთარ სინდისს, განა ძვირფასია თქვენთვის ყოველი ღმრთისმსახურება ტაძარში, ეკლესიაში წარმოთქმული ლოცვისა და გალობის თითოეულ სიტყვას ყურს უგდებთ განა? ეს ხომ თქვენი სკოლაა, სასწავლებელი, ყველაზე საჭირო, ჭეშმარიტი ღმრთისმეტყვ... იხილეთ სრულად
ჰკითხეთ საკუთარ სინდისს, განა ძვირფასია თქვენთვის ყოველი ღმრთისმსახურება ტაძარში, ეკლესიაში წარმოთქმული ლოცვისა და გალობის თითოეულ სიტყვას ყურს უგდებთ განა? ეს ხომ თქვენი სკოლაა, სასწავლებელი, ყველაზე საჭირო, ჭეშმარიტი ღმრთისმეტყვ... იხილეთ სრულად
ვისაც ზედმეტად განსწავლულად და ყოვლისმცოდნედ მიაჩნია საკუთარი თავი, ღმრთისმსახურზე წყრება: „რა ერთსა და იმავეს ამბობსო“, ავიწყდება, რომ ამბიონზე მდგარი მოძღვარი დგას იმ ქვაზე, რომელიც უფლის საფლავიდან არის გადმოგორებული და ამ წმინ... იხილეთ სრულად
ჩვენ არ ვკითხულობთ სულის საცხოვნებელ წიგნებს და თავს იმით ვიმართლებთ, რომ ისინი ძნელად იშოვება. ეს მწარე ტყუილია. განა ყველაზე მთავარ წიგნს – სახარებას კი ვკითხულობთ? სახარება ხომ თითოეულ ჩვენგანს მოეპოვება და თუ არა აქვს, მხოლოდ ... იხილეთ სრულად
ღმრთის სახლში მოკრძალებული მოქცევა ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებული მოწიწება წმინდა სახარების კითხვისას გვმართებს: სულგანაბული და თავდახრილი დიდი გულისყურით უნდა ვისმენდეთ მას.
ჩვენ არ ვკითხულობთ რელიგიურ–ზნეობრივი შინაარსის წიგნებს. მართალია, ისინი ყველას არა აქვს და მათი შოვნა ძნელია, მაგრამ ჩვენ შორის ხომ არიან ისეთებიც, ეს წიგნები თაროზე რომ შემოუწყვიათ და მათი წაკითხვისთვის დრო ვერ უშოვიათ: „უმჯობეს... იხილეთ სრულად
განსწავლულსა და კეთილზნეობრივ ადამიანებთან საუბრითაც შეიძლება იმის შესწავლა თუ როგორ შევიმეცნოთ უფალი.
არიან ისეთებიც, რომლებსაც არა სჯერათ ზეციურ ანგელოზთა მხედრობისა და ბოროტ სულთა ლეგიონების არსებობისა. ეს ეჭვი განსაკუთრებით გავრცელებულია „განათლებულთა“ შორის. მათი წყალობით სირცხვილად ითვლება ჩვენს დროში ბოროტ სულთა რეალურად არს... იხილეთ სრულად
ჩვენში ცოტაა ჭეშმარიტი რწმენა, სამაგიეროდ ცრურწმენებით უკიდურესად ვართ დაავადებულნი. რითი აღარ ვცვლით ღმრთის განგების ჭეშმარიტ რწმენას. გვჯერა რაღაც „ბედნიერი“ და „უბედური“, „მძიმე“ და „მსუბუქი“ დღეებისა; გვეშინია დავიწყოთ კეთილი ... იხილეთ სრულად
გეშინოდეთ სიზმრების დაჯერებისა, რათა ხიბლში არ ჩავარდეთ – ეს საშინელი სულიერი დაავადებაა.
ჩვენ გვჯერა ყოველგვარი „ნიშნებისა“ და ვამბობთ, რომ არ შეიძლება არ დავიჯეროთ, რადგან ისინი ახდება. ღირსი მამა სერაფიმე (საროველი) ამ შემთხვევაში ამბობდა: „არ დაუჯერო და არ ახდება“.