
საშინელი ცოდვაა უფლის დიდებულების შეურაცხყოფა, რაც ეშმაკისაკენ უშუალო პირის მიქცევაა.
საშინელი ცოდვაა უფლის დიდებულების შეურაცხყოფა, რაც ეშმაკისაკენ უშუალო პირის მიქცევაა.
გეშინოდეთ სიზმრების დაჯერებისა, რათა ხიბლში არ ჩავარდეთ – ეს საშინელი სულიერი დაავადებაა.
გულწრფელი აღსარება პირწმინდად ამსხვრევს მტრის ყველა ბორკილს, რომლითაც ცოდვილი არის შეპყრობილი.
განსწავლულსა და კეთილზნეობრივ ადამიანებთან საუბრითაც შეიძლება იმის შესწავლა თუ როგორ შევიმეცნოთ უფალი.
ქრისტიანს ეკრძალება სიცრუე ყველა მისი გამოვლინებით. სიცრუის მამა ეშმაკია და ამიტომ არასოდეს გამართლდება სიცრუე.
ერთი წმინდანი ამბობს: „თუ სხვა არაფერი შეგიძლია შესწირო უფალს, სამსხვერპლოზე მიიტანე ტანჯვა და ჯვარი შენი ცხოვრებისა“.
გულგრილობა არის სიცივე გონებისა და გულისა, არის უკიდურესი ეგოიზმის გამოხატულება, არის ცოდვა მოყვასის სიყვარულის მცნების წინააღმდეგ.
ცოდვა აურაცხელი გვაქვს. ქრისტიანობა ძნელი გასაგებია ჩვენთვის, მაგრამ ცოდვათა სამკურნალო საშუალებებით მეტისმეტად მდიდარია დედა ეკლესია.
ვცოდავდით, რადგან არ მივაგებდით ღმერთს ჯეროვან პატივს, ჩვენს ყველა სიკეთეს არ მივაკუთვნებდით მას. არ ვმადლობდით უფალს ჩვენდამი მისი მოწყალებისთვის.
სულიერი მშვიდობის შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველი ღონე იხმარო, რათა თავი აარიდო სხვის განკითხვას. მდუმარებითა და დათმობით მოიპოვებ სულიერ მშვიდობას.