არის კიდევ ერთი სახე ცოდვისა – როდესაც ახლობლები და ნათესავები უმალავენ მომაკვდავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ამშვიდებენ ფუჭი იმედებით, იმის ნაცვლად, რომ მოამზადონ იგი ზეთისცხების, აღსარებისა და ზიარებისათვის. შეინანეთ უფლისა წინაშ...
იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი სახე ცოდვისა – როდესაც ახლობლები და ნათესავები უმალავენ მომაკვდავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ამშვიდებენ ფუჭი იმედებით, იმის ნაცვლად, რომ მოამზადონ იგი ზეთისცხების, აღსარებისა და ზიარებისათვის. შეინანეთ უფლისა წინაშე, თუ რომელიმე თქვენგანის ახლობელი გარდაიცვალა უზიარებელი თქვენი უყურადღებობით, მოუცლელობით, დაუდევრობით, მისი სიკვდილით შეშინების ამაო მორიდების მიზეზით. ასე მხოლოდ ის მოიქცევა, ვისაც არა სწამს საიქიო ცხოვრებისა. საშინე...
იქნებ რომელიმე თქვენგანს ჯვრის ტარებისაც ეშინია? ეუხერხულება ჯვრით მივიდეს ექიმთან ან აბანოში? შესთხოვეთ მოწყალე უფალს პატიება იმისთვის, რომ არ გყოფნით გამბედაობა მისი სახელის აშკარად აღსარებისა. ნურასოდეს მოიხსნით ჯვარს, მუდამ ატ...
იხილეთ სრულად
იქნებ რომელიმე თქვენგანს ჯვრის ტარებისაც ეშინია? ეუხერხულება ჯვრით მივიდეს ექიმთან ან აბანოში? შესთხოვეთ მოწყალე უფალს პატიება იმისთვის, რომ არ გყოფნით გამბედაობა მისი სახელის აშკარად აღსარებისა. ნურასოდეს მოიხსნით ჯვარს, მუდამ ატარეთ იგი, რომელიც მღვდელმა ნათლობის საიდუმლოებისას ჩამოგკიდათ.
ჯვრით დაცულები წინ აღვუდგებით მტერს და არ გვეშინია მისი მზაკვრობისა.
ვცოდავდით, რამეთუ არ გვიფიქრია, რომ მთლიანად მასზე ვართ დამოკიდებული, ჩვენს ერთადერთ იმედს არ ვამყარებდით მასზე, პირველ რიგში, არ ვთხოვდით მას მადლსა და შეწევნას, არამედ საკუთარ ძალებს ვეყრდნობოდით, დახმარებას კაცთა შორის ვეძებდით...
იხილეთ სრულად
ვცოდავდით, რამეთუ არ გვიფიქრია, რომ მთლიანად მასზე ვართ დამოკიდებული, ჩვენს ერთადერთ იმედს არ ვამყარებდით მასზე, პირველ რიგში, არ ვთხოვდით მას მადლსა და შეწევნას, არამედ საკუთარ ძალებს ვეყრდნობოდით, დახმარებას კაცთა შორის ვეძებდით და კიდევ შესაძლოა, გონებადაბნეულნი და შეშლილნი დახმარებისთვის ჯადოქრებს, მკითხავებსა და შემლოცველებს მივმართავდით, შეინანეთ!
არის კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - შეურაცხყოფა ღვთის დიდებულებისა, როდესაც დახმარების მისაღებად მიმართავენ პირდაპირ ეშმაკს. თუ ჩვენს შორის არიან ასეთი ადამიანები, დაე შეინანონ!
ვცოდავდით, როცა ჩვენს დამსახურებად მივიჩნევდით კე...
იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - შეურაცხყოფა ღვთის დიდებულებისა, როდესაც დახმარების მისაღებად მიმართავენ პირდაპირ ეშმაკს. თუ ჩვენს შორის არიან ასეთი ადამიანები, დაე შეინანონ!
ვცოდავდით, როცა ჩვენს დამსახურებად მივიჩნევდით კეთილდღეობას, რომელსაც უფალი გვაძლევდა. და უფალიც გარე მიიქცევს პირს ჩვენი ქედმაღლობისაგან, რამეთუ "სძულს უფალს ყოველი ქედმაღალი" (იგავნი 8, 13). ამპარტავნებით შობილი ეს ცოდვა დარღვევაა ღვთისადმი სიყვარულისა და სიმართლისა.
მოწყალების გაცემა აუცილებლად უნდა ხდებოდეს საიდუმლოდ. უნდა დავეხმაროთ არა პატივმოყვარეობის ან თავმოყვარეობის გამო, არც მადლიერების, ან უფლისაგან დაჯილდოვების მოლოდინში, არამედ მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულის გამო. თუკი გავახმაურ...
იხილეთ სრულად
მოწყალების გაცემა აუცილებლად უნდა ხდებოდეს საიდუმლოდ. უნდა დავეხმაროთ არა პატივმოყვარეობის ან თავმოყვარეობის გამო, არც მადლიერების, ან უფლისაგან დაჯილდოვების მოლოდინში, არამედ მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულის გამო. თუკი გავახმაურებთ ჩვენს კეთილ საქმეებს, ამით პატივმოყვარეობას კიდევ თვალთმაქცობასაც დავუმატებთ და მაშინ ეს მადლი ბოროტებად გადაგვექცევა.
ჩვენ მუდამ ველით, რომ შეგვაქებენ და კეთილად მოგვიხსენიებენ და როდესაც ეს ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, ვღიზიანდებით, გვწყინს, სიმშვიდე გვეკარგება, თავის ამაღლების წყურვილით აღვსილნი შურით შევსცქერით სხვა ადამიანების ღირსებებსა და ს...
იხილეთ სრულად
ჩვენ მუდამ ველით, რომ შეგვაქებენ და კეთილად მოგვიხსენიებენ და როდესაც ეს ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, ვღიზიანდებით, გვწყინს, სიმშვიდე გვეკარგება, თავის ამაღლების წყურვილით აღვსილნი შურით შევსცქერით სხვა ადამიანების ღირსებებსა და სრულყოფილებას. შეგვინდე უფალო.
ტირილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნეტარად იწოდება არა ის, ვინც ცხოვრებისეულ საკითხებზე ტირის, რადგან ტირილი შეუძლია უძლურ ბოროტებასაც, დამცირებულ სიამაყესაც, შეურაცხყოფილ თავმოყვარეობასაც. განა ცოტა არსებობს ამაო ცრემლი? ...
იხილეთ სრულად
ტირილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნეტარად იწოდება არა ის, ვინც ცხოვრებისეულ საკითხებზე ტირის, რადგან ტირილი შეუძლია უძლურ ბოროტებასაც, დამცირებულ სიამაყესაც, შეურაცხყოფილ თავმოყვარეობასაც. განა ცოტა არსებობს ამაო ცრემლი? მაგრამ ყველა ეს ცრემლი არის ცოდვილი, უსარგებლო და მეტად მავნე ამ ცრემლთა პატრონთათვის, რადგან მათ მოაქვთ სულიერი და ხორციელი სიკვდილი, მოციქულის სიტყვებით: "რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაი სინანულსა ცხოვრებისასა შეუნ...
სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი გლოვისა საკუთარ ცოდვებზე. ყველაზე მეტად ჩვენ ვეძებთ სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ ვერ ვპოულობთ მას, რადგან იგი თვინიერებისა და უბოროტობის შედეგია. “...ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გული...
იხილეთ სრულად
სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი გლოვისა საკუთარ ცოდვებზე. ყველაზე მეტად ჩვენ ვეძებთ სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ ვერ ვპოულობთ მას, რადგან იგი თვინიერებისა და უბოროტობის შედეგია. “...ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი” (მათ. 11, 29). აი, ხომ ხედავთ, უფალი გვთავაზობს ვისწავლოთ მისგან არა შრომისმოყვარეობა, არა მოთმინება ან სხვა თვისებები და სათნოებანი, არამედ, პირველ რიგში, სიმშვიდე და გულის სიმდა...