ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: ღვთის ნება
დაე იყავნ ისე, როგორც მე მინდა და არა ისე, შემ რომ გსურს - ძის ეს ხელწმიფებამოსილი ხმა ჩაესმის ჩვენს სულს (რომელიც იმ სიტკბოებით დასტურდება, ღვთის თანდასწრებისას რომ ჩნდება), როცა სული ცოდვისაგან თავის დაღწევას ლამობს. იქნება ისე, მე რომ მინდა: ან იტვირთე შენი ცოდვის შესაფერისი სინანული გულის სიღრმეში და დაუბრუნდი იმ ცხოვრების გზას, მე რომ დაგიდევი, ან ზიდე ჩემი მართლმსაჯულებით განსაზღვრული შენი ცოდვის შესაბამისი სასჯელი. გაგაწვალებს ცოდვა, რადგან იგი განდგომაა ჩემი კანონებისაგან და სული მხოლოდ მაშინ იგემებს სიმშვიდეს, თუკი ნამდვილად, გულის სიღრმეში შეიძლებს ჩადენილი ცოდვის შესაფერ სინანულს, ან ღვთისგან განკუთვნილი სასჯელი ტვირთს. ჰოი, ღვთის ყოვლადსამართლიანო და ყოვლადძლიერო ხელმწიფებავ, რომელიც უხილავად მართავს ჩვენს უხილავ სულებს, დიდება შენდა! დიდება შენდა, ღმერთო, მაცხოვარო ჩემი!
იყავნ ნება შენი ჩვენზე.
იყავნ ნება შენი ჩვენზე.