ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: ტელევიზორი
ძველი ბერძნები ყვებოდნენ ხოლმე სახლის სულის შესახებ, დაიმონზე ან გენიაზე, რომელიც ადამიანებს ჩააგონებდა აზრებს; გლეხები - სახლის სულზე, რომელიც ოჯახის წევრებს აწვალებდა ღამეული კოშმარებით. ჩვენი დროის სახლის სული მთლიანად მატერიალიზებული და განივთებულია. ეს არის ტელევიზორი, ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი და თანამოსახელე, რომელიც ხან შეუმჩნევლად გვახვევს თავის აზრებს, ხან კიდევ აშკარად გვაწვალებს კოშმარებით.