ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: ტელევიზორი
ბიბლიაში წერია: "ყველას ნუ შემოუშვებ შენს სახლში". ტელევიზორმა კი მოარღვია ჩვენი სახლის კარი. ჩვენთან მოდის და ჩვენგან მიდის სახლის ბრბო, გადამთიელნი ყველა პლანეტიდან, ფანტაზიორების მიერ შექმნილი მოჩვენებანი; მოდიან უკითხავად , დაკაკუნების გარეშე; არ კითხულობენ, ვინ არის სტუმარი და ვინ მასპინძელი; მოდიან კოვბოები და განგსტერები; მოდის ხალხი, რომელთანაც სურვილიც კი არ გვაქვს, რაიმე საერთო გვქონდეს. სახლი გასასვლელ ეზოდ, გზაჯვარედინად იქცა. ამგვარად, ტელევიზორმა წაგვართვა საკუთარი სახლი.