მოწამენი ფელიცატა და ძენი მისნი: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანე, ალექსანდრე, ვიტალი და მარციალი

მოიხსენიება 25 იანვარს (ახალი სტილით: 7 თებერვალს)
წმიდა მოწამე ფელიცატას შვიდი ვაჟი ჰყავდა: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანე, ალექსანდრე, ვიტალი და მარციალი. წარმოშობით ფელიციტა მდიდარი რომაელების ოჯახიდან იყო. ქურუმებმა წმიდანს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებით წარმართული ღმერთების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი. წმიდანმა მოწყალებად გასცა მთელი ქონება და შვილებთან ერთად სამსჯავროზე წარმდგარმა უშიშრად აღიარა ქრისტე. აღმსარებლები საწამებლად გადასცეს. წმიდა ფელიცატა შესცქეროდა ძეების ტანჯვასა და უფალს ევედრებოდა, შვიდივე მათგანი მასზე ადრე შესულიყო სასუფეველში. აუსრულდა კიდეც ნატვრა: თვითონ აღესრულა უკანასკნელად. წმიდა ოჯახი რომში ეწამა დაახლოებით 164 წელს.