ღირსი პოპლიოს ასური

მოიხსენიება 25 იანვარს (ახალი სტილით: 7 თებერვალს)
ღირსი პოპლიოს ასური მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქ ზევგმაში დაიბადა. იგი სენატორის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ შემდგომ უარყო წუთისოფელი, ქონება მოწყალებად გასცა და ბერად აღიკვეცა. წმიდანი სირიის უდაბნოს ერთ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც ორი სავანე დააარსა: ერთი ბერძნებისათვის, მეორე კი - სირიელებისთვის. გარდაიცვალა 380 წელს.