ღირსი მარი მგალობელი

მოიხსენიება 25 იანვარს (ახალი სტილით: 7 თებერვალს)
ღირსი მარი მგალობელი სირიაში მოღვაწეობდა. ის ოცდაჩვიდმეტი წელი ცხოვრობდა ერთ ნესტიან ქოხში, ძალიან მწირ საზრდელს ღებულობდა, ველური მხეცების ტყავისაგან შემზადებულ სამოსს ატარებდა. რბილი და სასიამოვნო ხმის გამო წმიდანს მგალობელი შეარქვეს. ღირსი მამა გარდაიცვალა სამოცი წლის ასაკში ( 430).