მოწამენი: პერპეტუა, სატირი, რევოკატი, სატორნილე, სეკუნდიოსი და ფელიციტატა

მოიხსენიება 1 თებერვალს (ახალი სტილით: 14 თებერვალს)
წმიდა მოწამე პერპეტუა პატრიციების გვარის შთამომავალი იყო. მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წმიდანი მოწამეობრივად აღესრულა ძმასთან, სატირთან, მხევალთან – ფელიციტატასთან და ჭაბუკებთან: რევოკატთან, სატორნილესთან და სეკუნდთან ერთად, რომლებიც ასევე ქრისტიანობის მისაღებად ემზადებოდნენ.