მოწამენი: კლავდიანე, პაპიუსი და დიოდორე
მოიხსენიება 3 თებერვალს (ახალი სტილით: 16 თებერვალს)
მოწამენი პაპიუსი, დიოდორე და კვლავდიანე დეკიუსის (249-251) მეფობის დროს ქრისტიანობას ქადაგებდნენ პამფილიის პერგეში. ამისთვის ისინი შეიპყრეს და წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს ( 250). არსებობს ცნობა, რომ წმიდა მოწამეები ღვიძლი ძმები იყვნენ.