მოწამენი: ადრიანე და ევბული
მოიხსენიება 3 თებერვალს (ახალი სტილით: 16 თებერვალს)
მოწამენი ადრიანე და ევბული დაახლოებით 308-309 წლებში ეწამნენ ქრისტესთვის. პალესტინის კესარიაში სხვა აღმსარებლების მოსანახულებლად მიმავალი წმიდანები ქალაქის კარიბჭესთან შეიპყრეს და ქალაქის თავს მიჰგვარეს.სხვადასხვაგვარი წამების შემდეგ წმიდა ადრიანე ლომს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ, როცა ნადირმა მას პირი არ დააკარა, თავის მოკვეთით დასაჯეს. წმიდა ევბული მხეცებს დააგლეჯინეს.